როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4-6 იანვარს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 იანვარს დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. დღის ბოლოდან და 5 ინვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი.
6 იანვარს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 4-6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
შობის ღამეს თოვლი მოსალოდნელია ძირითადად შიდა ქართლში და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს.
ქ. თბილისში 5 იანვარს მცირე წვიმაა შესაძლებელი, 4 და 6 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. შობის ღამეს კი წვიმაა მოსალოდნელი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი