იმერეთიდან უკრაინაში, მეორე ეტაპზე 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება
ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობს. პროცესში ასევე ჩართული არიან ქუთაისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი პირები.
ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობს. პროცესში ასევე ჩართული არიან ქუთაისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი პირები.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით მოხდა სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებისა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნების შეძენა. გარდა ამისა რეგიონის მასშტაბით შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები ტკბილეული და ტანსაცმელი.
ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი