საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლამ "იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება" მონაწილეთა რეგისტრაცია გამოაცხადა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში, "იმპერიული და გლობალური კვლევების განვითარება," რომელიც 26-27 აპრილს თბილისში ჩატარდება.
შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სკოლა გააერთიანებს იმპერიული, (პოსტ)კოლონიალური, ტრანსნაციონალური და გლობალური კვლევების დარგში გამოჩენილ უცხოელ და ქართველ ისტორიკოსების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა კვლევით გამოცდილებას. პროექტი დაფინანსებული და ინიცირებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
კურსების წამყვანი სპეციალისტები იქნებიან პროფ. ჯუსტო ტრაიანა, სორბონის უნივერსიტეტიდან, დოქტორი ჯერემი ვალტონი, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების მაქს პლანკის ინსტიტუტიდან, პროფესორი ეკა ავალიანი, ინტერდისციპლინარული კვლევის ცენტრიდან, პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე, კავკასიის უნივერსიტეტიდან და პროფესორი თამთა ცხოვრებაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან.
საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის სამიზნე ჯგუფებია - მკვლევრები, ლექტორები, სტუდენტები (მაგისტრანტები და დოქტორანტები), ასევე ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებსაც სურთ გაიფართოონ თავიანთი ცოდნა იმპერიული და გლობალური კვლევების შესახებ.
სასურველია, რომ მონაწილეები ფლობდნენ საკმარისად ინგლისურ ენას, რაც მათ საშუალებას მისცემს აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში.
პროექტი დაფინანსებული და ინიცირებულია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. სასურველია, რომ მონაწილეები ფლობდნენ საკმარისად ინგლისურ ენას, რაც მათ საშუალებას მისცემს აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში. აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა: 13 აპრილი.
დეტალები სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/35OrLrn
სიახლეები
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
- საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – ,,საქსტატი”
- ,,ბოლო თვეებში, მე გავხდი სასტიკი და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი"- ილია თოფურია
- „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება"- გიორგი შარაშიძე
- გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადამ 75 წლამდე ასაკის ქალბატონის სიცოცხლე გადაარჩინა