ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აინთო.
ქალაქის მთავარი ნაძვისხე მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალგაზრდებთან ერთად აანთო. საზეიმო ცერემონიალი მუსიკალურად გორის ქალთა გუნდმა გააფორმა.
ღონისძიებაში ასევე ახალგაზრდული ცენტრის ბალერინები მონაწილეობდნენ.
დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა მიულოცეს.
„31 დეკემბერს დაგეგმილია როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული მომღერლების კონცერტი. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და იმერეთსა და სრულიად საქართველოს მივულოცავ დამდეგ ახალ წელს. 2019 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების წელი. მინდა ყველას სიკეთე და ბედნიერება გისურვოთ,“– განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ დაიდგა. ნაძვის ხის დიზაინზე ადგილობრივმა დიზაინერებმა იზრუნეს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"