"საქართველოში ე.წ. ღორის გრიპია გავრცელებული" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები მოსახლეობას
მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს.
„თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ.
ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე