შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოების წესების დაცვას - ომბუდსმენი
სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე.
ომბუდსმენის თქმით, მონიტორინგი გრძელდება და ის პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოსაც.
"მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.
რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი