დედაქალაქში "თბილისობა" აღინიშნება
23-24 ოქტომბერს დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციას მოქალაქეები, ფერმერები თბილისში ჩამოიტანენ. საზეიმო ნაწილი კი რაც მუსიკალურ კონცერტს გულისხმობდა, ბათუმის ტრაგედიის შემდეგ გაუქმდა და ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
კახა კალაძე საპატიო თბილისელებს მაინც დააჯილდოებს. წელს ამ ჯილდოს 20 პირი მიიღებს.
"23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში – სტანისლავსკის ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში – პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე – სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში – გეგეშიძის ბაღში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე