პენიტენციური სამსახური პაემნების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ხანგრძლივი პაემნები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ორშაბათიდან, 27 სექტემბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანგრძლივ პაემანზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით დაიშვებიან ის ვიზიტორები, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ დოკუმენტაციას:
" ვიზიტორები, რომლებიც ორჯერადად არინ ვაქცინირებულები და წარმოადგენენ იმუნიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
ვიზიტორები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვაქცინაციას ვერ იტარებენ, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, სადაც ექიმის მიერ მითითებული იქნება, რომ იმუნიზაცია მათთვის უკუჩვენებას წარმოადგენს. ასევე მათ ბოლო 72 -საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებიც წარდგენაც მოეთხოვებათ.
ვიზიტორებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდ-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები მათ უნდა წამოადგინონ იმუნიზაციისა და ბოლო 72 -საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგები.
რაც შეეხება მოზარდებს, მათი ხანგრძლივ პაემანზე ვიზიტი შემდეგი რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელება:16 წლამდე ასაკის მოზარდები პაემანზე ბოლო 72 -საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის შედეგებით დაიშვებიან.
რაც შეეხება 16 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებს, მათაც უნდა წარმოადგინონ ორჯერადად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი.აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ხობში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
- კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა
- ,,შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დავუწესოთ" - დონალდ ტრამპი
- უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა
- მასკმა 2022 წელს უკრაინის შეტევის დროს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა