"შეკვეთა მიჰქონდა და ავარიაში მოყვა" - ვინ არის საბერძნეთში დაღუპული 24 წლის ქართველი ემიგრანტი
საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შეკვეთა მიჰქონდა, რა დროსაც ავარიაში მოყვა. ინფორმაციას გვერდი "შოთო სიხარულიძე - ქართველი ემიგრანტები" ავრცელებს.
დაშავებული თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… ნათელი და სანთელი მის სულს. სამსახურიდან შესვენებაზე მოდიოდა ერთ ლობიანს ან ხაჭაპურს თან გაიყოლებდა, მოდიოდა თითქოს შეუმჩნევლად დიდი სიდინჯით, კარგი აღზრდილი შვილი, როგორ შეიძლება არ შეამჩნიო ასეთი კარგი ადამიანი … უზომოდ დამწყდა გული. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს მის დედას. ორმაგად რთულია ასეთი საამაყო შვილის დაკარგვა .. ნათელი სანთელი მის სულს( ლაშა ტუხაშვილი… 24 წლის საბერძნეთში მყოფი ემიგრანტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. როდესაც მას შეკვეთა მიჰქონდა ავარიაში მოხვდა. 25 დღე კომაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა), – წერს შოთო სიხარულიძე.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა