უბედური შემთხვევა შეკვეთილში - 22 წლის ბიჭს სკუტერის ამოყვანისას დენმა დაარტყა
შეკვეთილში 22 წლის წლის ახალგაზრდას ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ის შეკვეთლში დასასვენებლად თბილისიდან ჩავიდა. ზღვიდან სკუტერის ამოყვანინსას კი, სავარაუდოდ დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. მას სკუტერი რამდენიმე პირთან ერთად, სპეციალური ელექტრომოწყობილობით მოჰყავდა.
„როგორ გამიხეთქე გული შე უნამუსო ბავშვო! ჩაგლიჯე და დააცარიელე გული.ღმერთო რა უსამართლოა სამყარო… გული გამისკდა“,- წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.
„ღმერთო, ჯერ კიდევ ამ ბიჭის ბიძა, ისიც ლადო გოგუა არ მოგვინელებია და ახლა ეს ტრაგედია კიდევ… როგორც გავიგეთ, სკუტერი ამოყავდათ ზღვიდან ტროსით, ლადო კი წყალში მდგარა და ტროსიდან დენმა დაარტყაო“, – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ლადო გოგუას თბილისში დაკძალავენ.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე