როგორი ამინდი იქნება მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოში
საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეების განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება.
მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში კვირის დასაწყისი უნალექოდ ჩაივლი. ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. ცალკეულ ქალაქებში კვირის დასასრულს მოსალოდნელია წვიმიანი დღეებიც. კახეთის უმეტეს ნაწილსა და ქართლში 1-3 სექტემბერს იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოში ნაწილობრივ ნალექიანი კვირაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა მომავალი კვირის თითქმის ყველა ღამით, ხოლო დღის განმავლობაში მეტწილად დარი შენარჩუნდება.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი