ლატარია, ფულადი ჯილდოები... - რა იგეგმება ვაქცინირებულებისთვის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინირებული ადამიანები ფულადი ჯილდოთი წახალისდებიან.
გამყრელიძის თქმით, დეტალების შესახებ პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი.
"ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან", -განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს