"ბედნიერი სახლი"–სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება
ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს! –დადე აგური.
2017 წლის 28 ივლისს „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის" ინიციატივით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას დაედო საფუძველი. ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ დიღმის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი საქველმოქმედოა, რომლის შესრულებაზე ფონდი საჯარო და კერძო სექტორთან ერთად ზრუნავს. შენობის მთავარ ფუნქციას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
2017 წლის 1 ნოემბერს, ფილარმონიაში, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ბერი ანდრია ფონდის ბავშვებისთვის. კონცერტში სუხიშვილების ანსამბლი, შვიდკაცა და გუფილენდი მონაწილეობდა. შემოსული თანხა სრულიად მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის "ბედნიერი სახლი"-ს მშენებლობას. ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის პროექტის ავტორი დარეჯან (დადუნა) შათაშვილია – კომპანია Artytechs-ის თანადამფუძნებელი.
"ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის” “ბედნიერი სახლი"-ს პროექტის პრეზენტაცია, 2016 წლის 28 ნოემბერს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სარეაიბილიტაციო ცენტრი მოიცავს 20 საძინებელ ოთახს: ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გათვალისწინებულია საერთო სარგებლობების მქონე სივრცეები, სადაც შეძლებენ ხატვას, ძერწვას, თამაშს, სივრცეები, სადაც ჩაუტარდებათ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და მასაჟები, სასწრაფო გადაუდებელი მომსახურების ოთახი და სასადილო.
პროექტი შედგენილია ყველა სავალდებულო სტანდარტის დაცვით. შენობის ინტერიერი და ექსტერიერი ითვალისწინებს ბავშვებისთვის მხიარული და ზღაპრული გარემოს შექმნას
„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ფონდის მიზანია კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის სრული ინფრასტრუქტურით შექმნა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
ფონდის დახმარებისთვის გადადით ლინკზე!
პროექტის ფოტოები:
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი