პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა შესაძლოა აიკრძალოს
პარლამენტის ბიუროს, 10 დეკემბრის სხდომაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.
მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
„პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწოვანების მიერ მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანების ფაქტებით. 2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: – მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი