ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ის 64 წლის იყო. ოსურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები ჰქონდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბორის ჩოჩიევს ოკუპირებულ ცხინვალში არაერთი დე-ფაქტო თანამდებობა ეკავა. ხელმძღვანელობდა ეთნიკურ საკითხთა კომიტეტს. იყო ე.წ. განსაკუთრებულ დავალებთა მინისტრი. ხელძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში.
ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ხელისუფლების დროიდან შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა