პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის წინ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სიტყვით გამოსვლები ამ წუთებში დაიწყო.
აქციის მონაწილეები 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ მოძრაობა გადაკეტილია.
მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი