ფერმერებს აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ
ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ელექტრონულად არის შესაძლებელი.
რეგისტრაცია ვებ-გვერდზე my.mepa.gov.ge დაიწყო.
პროგრამის ბენეფიციარი ელექტრონული ბარათით „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელს შეღავათიან ფასად მიიღებს.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეიჯარეებიც შეძლებენ.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
ნებისმიერი მოცულობის დიზელის ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.
სიახლეები
- ბათუმში კაცი ჩაცხრილეს
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას
- “აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს” - გარემოს ეროვნული სააგენტო
- “გახარიას თავისი ინტერესები აქვს, რომ უსამშობლოებთან ერთად ქვეყანა არიოს” - ირაკლი ზარქუა
- კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების მიზანი "მეორე ფრონტის" გახსნის სურვილია