ტრანსპორტის მუშაობა შესაძლოა, ისევ შეიზღუდოს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ტრანსპორტით მგზავრობაზე შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.
"მაქსიმალურად შევეცდებით, ის ზომები რაც არის, დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე მოგვიწევს საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში რომ მოხდეს გარკვეული ლოკალური შეზღუდვა მობილობის შეზღუდვის სახით. აქ საუბარი მაქვს მგზავრობის შეზღუდვაზე. დღეს ამის აუცილებლობა რომ დაუყოვნებლივ ეს გადაწყვეტილება დავაყენოთ, არ დგას, მაგრამ თუ გაუარესდა სურათი, შესაძლოა, მოგვიხდეს დავუბრუნდეთ იმ მექანიზმებს, რომლებიც აქამდე იყო.
2% არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას, უკვე როცა 2%-ს გადასცდა და ჩვენ 1,94% არის ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით, ანუ უახლოვდება 2%-ს. 2%-ს როდესაც გადასცდება, 5%-ს ვერ დაველოდებით რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ 5% უკვე საგანგაშო მაჩვენებელია, ამდენად, 2%-ს როდესაც გადასცდება მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ვიფიქროთ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებზე" - თქვა მან.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე