თბილისის ერთ-ერთ უბანში გაზი აფეთქდა - არის მსხვერპლი
თბილისში, ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, ბუნებრივი აირი აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო რომ სახლში მყოფი 65 წლამდე ქალი მეოთხე სართულიდან გადმოაგდო.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა.
ადგილზე მეხანძრე- მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
როგორც საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი