რას წინასწარმეტყველებს ვანგა 2021 წლისთვის
ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა 1996 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წინასწარმეტყველებები კვლავ დიდ ინტერესს იწვევს და დღემდე აქტუალურია.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა, თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, ვანგას წინასწარმეტყველებით შვებას არც 2021 წელს უნდა ველოდოთ.
ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2021 წელს მსოფლიოს "ძლიერი დრაკონი" შეიპყრობს და სამი "გიგანტი" გაერთიანდება. მისივე წინასწარმეტყველებით, მომავალ წელს მსოფლიოს მასშტაბით "კატაკლიზმები და კატასტროფებია" მოსალოდნელი. ყოველივე ამის ფონზე, ბულგარელი ნათელმხილველი ოპტიმისტურ გზავნილს გვიტოვებს იმის თაობაზე, რომ 2021 წელს კაცობრიობა კიბოს წამალს აღმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლისთვის კიბოს წამლის აღმოჩენა ნოსტრადამუსმაც იწინასწარმეტყველა.
”მძიმე დრო დადგება”, - იწინასწარმეტყველა ნათელმხილველმა 1996 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მისი მოსაზრებით, ”ხალხის რწმენა გაიყოფა”.
ექსპერტები განმარტავენ, რომ "ძლიერ დრაკონში" ნათელმხილველმა ჩინეთი იგულისხმა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.
ვანგას წინასწარმეტყველებაში ასევე შედის 'მუსლიმი ექსტრემისტების' არმია, რომლებიც ქიმიური იარაღით ევროპაში შემოიჭრნენ.
ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში შიმშილი 2028 წლისთვის დასრულდება, დედამიწა ადამიანების ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი 2341 წლისთვის გახდება, ხოლო მარსის კოლონიები ბირთვულ იარაღს 2256 წლისთვის შეიძენენ.
ვანგას წინასწარმეტყველებით სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება.
სიახლეები
- “საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის - ამჟამინდელ მთავრობას არ ვაღიარებთ” - ევროპარლამენტი
- "ჰერჩინსკიმ "უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება" მოითხოვა - თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, ეს ძალადობა სამართლიანია, ხოლო დასჯა, უსამართლო" - პაპუაშვილი
- "როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო" - მამუკა მდინარაძე
- აჭარული ხაჭაპური
- ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქეა დაკავებული