"მივმართავ მოსახლეობას, მოგვიწევს "ლოკდაუნის" გამოცხადება" - ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თუ მოსახლეობა პირბადის გამოყენებასა და ვაქცინაციაზე უარს იტყვის, ქვეყანაში ისევ საჭირო გახდება "ლოკდაუნის" გამოცხადება..
მისივე თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
„მივმართავ მოსახლეობას, ვაქცინაციაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობს. „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა, დადგინდა ეს, ყველა მკაცრმა მარეგულირებელმა გააკეთა განცხადება. ძალიან ბევრი ქვეყნის პირველი პირი აიცრა, ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, მეტი რა ვქნათ?!
მოსახლეობას მივმართავ, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს, კატეგორიულად მოითხოვდე ხელმძღვანელობიდან, რომ გქონდეს სრული თავისუფლება, ხელი არ შეგეშალოს რესტორნებში სიარულში, ღამე გადაადგილებაში, მაღაზიაში, ფიტნეს და სპორტ დარბაზებში სიარულში და მეორე მხრივ, ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე, ეს ორი რამ შეუთავსებელია, როგორმე უნდა გავიგოთ, რომ ან ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ან-მეორე. ან ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან მეორე, უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვების და „ლოკდაუნების“ შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, -აცხადებს ცერცვაძე.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა