ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა
ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა.
გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა აღსაზრდელები მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს შინ მიიღებენ. ქალაქის 37 ბაღში, მიმდინარე წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, 33 600 სასურსათო ნობათი დარიგდა. ამჯერად, კვების რაციონის მიხედვით შედგენილ სასურსათო პაკეტს 8 250 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს. პროდუქტების დარიგების პროცესს ქუთაისის #37 და #2 საბავშვო ბაღებში მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან, დავით წიტაიშვილთან ერთად დაესწრო. პროდუქტების გაცემა ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი