ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით, ღია სივრცეში, მესხიშვილის თეატრის „მწვანე სცენაზე“ გაიმართა. ქუთაისის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 85 წარმატებულ პედაგოგს მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
ამასთან , ექვსი ღვაწლმოსილი პედაგოგი „ამაგდარის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. შეხვედრაზე პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ მიმართეს. სამახსოვრო ჯილდოები პედაგოგებს მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ და კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსმა მაია მურუსიძემ გადასცეს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს