ირაკლი შენგელია მზად არის როგორც ექიმი კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთოს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში.
„ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში მმართველი რგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვინაიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპზე, მაღალია რადიოლოგიური კვლევების წილი, როგორც ექიმ რადიოლოგი, მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე ჩავერთო პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დავეხმარო პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წამომადგენლებს სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად ექნებათ,“ - აცხადებს შენგელია.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
„COVID-19 ვირუსის მეორე ფაზის გააქტიურებასთან და ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა ჯანდაცვის სექტორმა ნაკლები დანაკარგებით და მაქსიმალურად ეფექტიანად უპასუხოს პანდემიის გლობალურ გამოწვევას. კლინიკური ჩვენების მქონე ყველა ინფიცირებული პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაციისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწყობა დამატებით კოვიდ მიმღები ცენტრები.
ამ პერიოდში ბროლის წინა ხაზზე, სწორედ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან და ყველაზე დიდ დარტყმასაც ეს სექტორი იღებს. ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირება არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და ამ პროცესში თანაბრად არის ჩართული მმართველი რგოლიც, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
ვგრძნობ რა ამ გამოწვევის მნიშვნელობას და პროფესიულ პასუხისმგებლობას, მზად ვარ, როგორც ექიმი ჩავერთო კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. მივმართავ პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წამომადგენლებს, ვიქნები თქვენ გვერდით როგორც ექიმ რადიოლოგი და რენტგენ ლაბორანტი, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შევასრულებს პროფესიული საქმიანობას, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე, იმ ნაწილში სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად გექნებათ! “
შეგახსენებთ რომ ირაკლი შენგელია არის პროფესიით რადიოლოგი, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი; მას პროფესიული განათელბა მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან მუშაობდა
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"