საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – პატარძეულში, გიორგიწმინდაში, ნინოწმინდასა და წყაროსთავში სტიქიის შედეგებს დილიდან ითვლიან.
გუშინ მოსულმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა შიდასაუბნო გზები დააზიანა, სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები დააზიანა. დაზარალებულ სოფლებში მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი ჩავიდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.
„ვენახებისა და ყურძნის მოსავლის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შემოსულა. მერიის შესაბამისი სამსახური დილიდან გასულია და ზარალის აღრიცხვას აწარმოებს“, – განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ოთხიათასამდე აბონენტი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"