მეოცე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპული მსახიობი 3 დღით ადრე დაქორწინდა
ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე, რომელიც გუშინ დაიღუპა, გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაქორწინა.
მან შაბათს ხელი მოაწერა და დროებით ნაქირავებ ბინაში გადავიდა.
მსახიობი ქორწინებიდან მესამე დღეს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს