ზვიად შალამბერიძემ და დავით ერემეიშვილმა ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში, გმირთა მემორიალთან ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები და ჩოხოსნები.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს.
დღესვე იქვე მოეწყო ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენა, რომელიც აგვისტოს ომის დროინდელ ქუთაისს ასახავს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"