ზესტაფონის პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება
ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
თამარ ქიტიაშვილი: „კოლეჯი „კონსტრუქტ2“ წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს. სწორედ ეს განაპირობებს კოლეჯში მომზადებული კადრის დარგთან და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას. კოლეჯი ნერგავს პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით ყველა სიახლეს და წარმოადგენს საერთაშორისო ხარისხის განათლების კერას ზესტაფონში“.
ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. სტუმრებმა, რომელთა შორის ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე იყო, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კოლეჯი ახორციელებს როგორც საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან პროგრამებს, მათ შორის, მომზადების 11 პროგრამას სამშენებლო მიმართულებით და ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამას – „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები“. აღნიშნული პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სამინისტროს მიერ. კოლეჯის სტუდენტები უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებლითაც.
კოლეჯში სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე ასაქმებს.
მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"