კამპანიის - "ჩაერთე და მართე", "მიეხმარე შენს მხარეს" ფარგლებში,ზუგდიდში ეთნოსივრცე მოეწყო
ზუგდიდში ეთნოსივრცე მოეწყო.
ტრადიციული მეგრული რეწვის ოსტატები მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ პავილიონებში თავიანთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებენ.
,,ეს პროექტი ჩვენს რეგიონში, ტრადიციული რეწვის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს ეს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, რათა მოახდინონ რეალიზაცია და ბიზნესად აქციონ ის საქმე, რაც უყვართ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის განხორციელებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამას, ავსტრიის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოებს და რა თქმა უნდა, ზუგდიდის მერიას,“ - განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ,- ნინო ვიბლიანმა.
ინიციატივა კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში მიმდინარეობს. დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, ორი უმსხვილესი პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა 2“ (FRLD2) და „დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა“ (DGG) ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
იხილეთ ვიდეო ბმულზე

სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე