პროექტის - " ჩაერთე და მართე" რეგიონული ტური დაიწყო
პროექტის - " ჩაერთე და მართე" რეგიონული ტური დაიწყო.
3 დღის განმავლობაში, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, პროექტის მონაწილეები რაჭაში, გურიასა და სამეგრელოში იმოგზაურებენ, რათა გაიცნონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივები, რომლებიც მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.
რეგიონულ ტურში ჩართულია, საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge-ს დამფუძნებელი ივლიტა გოგუა.
დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ფარგლებში მიმდინარე ინიციატივების მიზანია საქართველოს 4 რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და ქვემო ქართლი ხელი შეუწყოს მოქალაქეების ჩართულობას დასაქმებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შექმნას.

ონის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებს გაეცნობიან:
ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში;
მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
არად ბენკო, ავსტრიის ელჩი საქართველოში;
ბექა თაგაური და სოფიო სვანაძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები;
დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანია #ჩაერთე_და_მართე, #მიეხმარე_შენს_მხარეს ხელს უწყობს ადგილიბრივი მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი