ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი გაიხსნა.
დასრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დიმიტრი მხეიძემ და სულხან-საბა, ვაკისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მამუკა რიჟამაძემ დაათვალიერეს.
სკვერის ტერიტორიაზე გაშენდა მწვანე დეკორატიული ნარგავები, მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგა ძელსკამები და მოწესრიგდა საპარკე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 485 113 ლარი, გასული წლის ნოემბერში დაიწყო და შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა.
ავანგარდის დასახლებაში აქამდე ფაქტობრივად მსგავსი სარეკრეაციო ზონა არ არსებობდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"