"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - ახალი დეტალები სვანეთში დაკარგულ მოზარდზე
"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - ახალი დეტალები სვანეთში დაკარგულ მოზარდზე
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მეოთხე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.
სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
"ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით", - აცხადებენ სამსახურში.
გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.
ილიას ახლობელი ლენჯერიდან გვიყვება:
- ილიას ოჯახი ალმა-ატაში ცხოვრობს, ილია იქ დაიბადა და გაიზარდა. ეს ოჯახი იანვარში ჩამოვიდა სვანეთში, მერე პანდემიამაც მოუსწროთ და ლენჯერში ჩარჩნენ. ბავშვი 13 წლისაა, ილია ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. იმ დღესაც, 5 დღის წინ, ისე გავიდა სახლიდან, არავის დაუნახავს, ბავშვიც აორთქლდა და ველოსიპედიც, კაცი არაა მისი მნახველი. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, მასში აქტიურად ჩაერთვნენ მაშველები, მოსახლეობა, ეძებენ ვერტმფრენებიც, მაგრამ მის კვალს აქამდე ვერ მიაგნეს. მაშველები ბავშვს ახლაც ეძებენ, არ შეუსვენიათ. არაა გამორიცხული, უცხო გარემოში ბიჭი რაიმე ხიფათს გადაჰყროდა. მათი სახლიდან ცენტრალურ გზამდე არის სადღაც 300 მეტრი და ქვევით, სამხრეთისკენ ზუგდიდის მიმართულებაა, ზემოთ გზა მესტია-უშგულისკენ მიდის.
სხვათა შორის, ამ ბავშვის ბაბუაც წლების წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. უთქვამს, ზუგდიდში უნდა ჩავიდე, საქმეები მაქვსო და სწორედ იმ ადგილიდან, იმავე მონაკვეთიდან უკვალოდ გაქრა, სადაც ეს ბავშვია დაკარგული. მთელი სვანეთი ამ ამბავს იხსენებს და იმას ამბობს, რომ ისტორია განმეორდა. ბავშვის დედა სტრესის გამო საავადმყოფოშია მოთავსებული და მძიმე მდგომარეობაშია. გაქრა, აორთქლდა საღსალამათი ბავშვი, გაგიჟებულები ვართ. ილიას რუსი დედა ჰყავს, სულ სახლში იყო ჩაკეტილი, გარეთ არ უშვებდნენ და მისი სამყარო არავინ იცის სამეზობლოში. ყაზახეთში ქალაქში ცხოვრობდა, სვანეთში კი სულ სხვა, უცხო გარემოში მოხვდა. აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ...
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“