ქუთაისის მერიის გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში ორ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა
ქუთაისის მერიის გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში ორ ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა.
ქუთაისის მერიის გადაუდებელი რეაგირების პროგრამა კრიზისში მყოფი მოწყვლადი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა სიღარიბის დასაძლევად გრძელვადიან მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში შექმნილი გადაუდებელი რეაგირების ჯგუფი აერთიანებს ქუთაისში მოქმედ სამთავრობო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამჯერად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა იმერეთის განვითარების ცენტრთან ერთად ორ ოჯახს მაცივარი გადასცა. ტექნიკა იმერეთის განვითარების ცენტრმა „World Vision საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი