ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა
ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაწერეს.
როგორც მეშახტე ამირან ბოჭორიშვილი აცხადებს, ვენების გადაჭრის მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაცია ხელფასს უმცირებს.
„900 ლარი არ მყოფნიდა და 300 ლარს საიდან ვიმყოფინებ? მარჩენალი მეტი არავინ არის, ოჯახს მე ვარჩენ.. ვენები დირექტორის კაბინეტში გადავიჭერი“,- აცხადებს „მთავარ არხთან“ საუბარში მეშახტე.
როგორც ექიმი იური ელიაშვილი განმარტავს, პაციენტს ორი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„მეშახტე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 10 საათსა და 45 წუთზე შემოიყვანა. აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა, ერთი 7-8 სმ-ის, მეორე 4 სმ-ის. დაუმუშავდა ჭრილობა ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, გავუკერეთ ჭრილობა და შევუხვიეთ“,- ახადებს ექიმი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე