მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა მამაკაცი იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა მამაკაცი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები.
ახალგაზრდა მამაკაცი საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
- მწვანე ლობიო ნიგვზით
- “გელათში აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან დაიცავს, ეს გვაძლევს უნიკალური ფრესკებისა და მოზაიკის კონსერვაციის საშუალებას” - ირაკლი კობახიძე
- კლინიკაში გარდაიცვალა 64 წლის კაცი, რომელსაც სოფელ რუისპირში პოლიციელის ბრმა ტყვია მოხვდა
- ნიკა მელიას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა