"ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ" - პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა და იმ ყველაფერს, რითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო უნდა დაემატოს, რომ ჩვენ ეფექტურად ვმართავთ ინფექციას.
„კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით როგორც გამარჯვების, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც. არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,“-მიმართა გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს