გორში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.
ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით ბავშვს დაზიანება აქვს ოთხივე კიდურზე, ჭრილობა თავის არეში და ბეჭების არეში თერმული დამწვრობა, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდნისას მიიღო.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს