ქუთაისში პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ინფორმაციას სოციალური საცხოვრისის ბინადრები ავრცელებენ. მათი თქმით, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდები საცხოვრისის ეზოში იყვნენ, პოლიციამ მათ შენობაში შესვლისკენ მოუწოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ადგილობრივები ირწმუნებიან, ახალგაზრდებმა პოლიციის ჯარიმის გამოწერისკენ თავად მოუწოდეს, პოლიცია კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა.
ერთ-ერთი მოქალაქე კი ირწმუნება, რომ მომხდარის შემდეგ მისი ნაცემი შვილიშვილი გაუჩინარებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრისში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. უბნის ინსპექტორი პოლიციის მხრიდან ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"