ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო
ხმაურით დაიწყო ქუთაისში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოყვა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლებას და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობენ, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას.
საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან, არც მერიის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება.
რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ სხვადასხვა საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი