"ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელის განხორციელდებაც დაგეგმილი იყო, უკვე დაიწყო "- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
"ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო განხორციელდება, უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე სკოლების მშენებლობისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე სოფლებშიც, ყველგან დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები და უსაფრთხოების ნორმები", - განაცხადა მუნიციპალიტეტი მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავასა და ერისთავის N2 და N16 საცხოვრებელ კორპუსებთან, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზების რეაბილიტაციას, ჭავჭავაძისა და სოლომონ პირველის ქუჩებზეც, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილია 151 000 ლარი;
მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება კეცხოველის ქუჩაზე, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სიახლეები
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო