თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა.
როგორც ღვანკითის გამგებელმა ტარიელ კუბლაშვილმა განაცხადა, სოფლის შესასვლელთან ბლოკ-პოსტი კვლავაც დარჩება და მოქალაქეებს სოფელში შესვლისა და გამოსვლისას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილს 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილი იყო 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდებოდა და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ ჰქონდა. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო გატარდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს