ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა
ქუთაისში განახლდა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული იყო.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსების შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქის 19 საერთო ეზოში მიმდინარეობს კორპუსებამდე მისასვლელი გზების დაგება.
„ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რომლებიც 2020 წლისთვის გვქონდა დაგეგმილი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უკვე შეგვიძლია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა. შესაბამისად, განვაახლეთ ის სამუშაოები, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა დაწყებული. მუშაობის პროცესში დაცულია ყველა რეკომენდაცია“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
კორპუსებამდე მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად სულ 400 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს