ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსებს „გვირილობის“ დღესასწაული წითელი ჯვრის მოხალისეებმა მიულოცეს და გვირილები აჩუქეს
ქუთაისის წითელი ჯვრის ორგანიზაციამ "გვირილობის" დღესასწაული სიმბოლურად ქუთაისის ინფექიური საავადმყოფოს მედიკოსებსა და კლინიკა „ბომონდის“ მედიკოსებს გვირილებითა და წითელი ჯვრის ბუშტებით მიულოცეს.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად მედპერსონალისთვის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა სიმღერები შეასრულეს და მათ გვირილები აჩუქეს.
„დღევანდელი დღე ასოცირდება ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან, რომლის სიმბოლო გვირილებია.
შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქველოქმედო/ჰუმანიტარული ორგანიზაცია გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღე, პანდემიასთან ბრძოლის, გავულამაზოთ ჩვენი ქალაქის მედიკოსებსა და მოსახლეობას. გადავცეთ გვირილები, რომელიც იყო ტუბერკულოზთან ბრძოლის სიმბოლო,“ -განაცხადა FirstNews.ge -თან ქუთაისის წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა,- ნინო ავალიანმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი