თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა
თეთრიწყაროს საავამდყოფოში კარანტინი გამოცხადდა.
როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, COVID19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ექთნის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია.
„საავადმყოფოს ექთანთან დადასტურდა ინფიცირების ფაქტი. გუშინ ძალიან მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები გაკეთდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალები მედპერსონალიდან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი და ამ შედეგებიდან გამომდინარე დღეს 24 საათის მანძილზე არის ის ცვლილება, რომ დღეს თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი“,- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
- “„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
- “დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ” - შსს
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ