წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ განთავსებული საკარანტინე სივრცე დღეს 51 მოქალაქემ დატოვა
წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ განთავსებული საკარანტინე სივრცე დღეს 51 მოქალაქემ დატოვა.
სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
საკარანტინო ზონიდან საქართველოს მოქალაქეები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პირადად გააცილა.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულია 4958 მოქალაქე.
საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი