ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები StopCoV ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები უერთდებიან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის თანამდებობის პირებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთი მესამედი გადარიცხონ.
"ჩვენ, ახლა, ყველა ძალიან დიდ და სერიოზულ გამოცდას ვაბარებთ. მიზანი ყველას ერთი გვაქვს - უნდა გადავრჩეთ! და უნდა გადავრჩეთ ერთად!
ვუერთდები „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ სოლიდარობის აქციას და მომდევნო სამი თვის მანძილზე კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩემი ხელფასის ერთ მესამედს გადავრიცხავ.
მინდა გავამხნევო ის ადამიანები, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა და ყურადღება და ვუთხრა : - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!" - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ იქნა დაავადების პრევენციის მიზნით უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს მიერ რეკომენდირებული ყველა ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, როგორც დაავადების პრევენციის, ასევე სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა