პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააპატიმრეს
ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააპატიმრეს.
ის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგს მართავდა და სავალუტო ჯიხურების დახურვას აპროტესტებდა.
ბრიფინგის დასრულების შემდეგ მასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და განუმარტეს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ნებისმიერი სახის პროტესტის ფორმა შეზღუდული იყო. ადგილზე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. პოლიციელებმა წულაია მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს