იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე წარადგინა, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი წარადგინა, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს.
ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე წლის 31 მარტს თერჯოლის მერიის 45 435 ბრძანების საფუძველზე, მანუჩარ ფანჩულიძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.
მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს განცხადებით მიმართა.
მას შემდეგ, რაც თერჯოლის საკრებულო ბონდო სოფრომაძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მერის მოვალეობას ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს.
ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურნეო დარგის მთავარი მენეჯერის თანამდებობა ეკავა, 2006-2010 წლებში - შპს „ივენთ კომპანი“ აღმასრულებელი დირექტორი, 2002-2005 წლებში კი შპს "მელოდის არტი“ მიმართულების მენეჯერი იყო.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი