თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, 17-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლა აშენდება, 17-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად დაათვალიერა.
"ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა. სულ მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა - 3 ახალი შენდება, 17 რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 530 ათასი ლარი. მოეწყობა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, კარ-ფანჯრები, სახურავები, ელგაყვანილობა, სპორტული დარბაზები.
სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და საერთო ჯამში 200 მოსწავლე შეაღებს ახალი სკოლის კარებს“, - განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.
სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე 2 416 000 ლარი დაიხარჯება, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი - 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, გამოყოფილია 1 124 000 ლარი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს