ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშოებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება.
დღევანდელი მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 24 პირი რჩება.
მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ჰყავს ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე კი მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი